Sunday, March 14, 2010

ირმა კელაპტრიშვილი

ანიმაცია

პროექტის სახელწოდება: ანიმაცია

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფომაციას ანიმაციის შესახებ.შექმნიან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებას: გამოძერწავენ, გააკეთებენ კომპიუტერულ გრაფიკას, გადაიღებენ ფოტოებს და შექმნიან სლაიდ შოუს.

პროექტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეები, სახავენ პროექტის გეგმას, ეტაპებს და ვადებს. ინაწილებენ ფუნქციებს: ვინ იქნება რეჟისორი, სცენარისტი, მხატვარ-დეკორატორი, ვინ შეარჩევს და უზრუნველყოფს მუსიკალურ გაფორმებას და როგორ გადაწყდება გახმოვანების საკითხი. გამოიყოფა ჯგუფი რომელსაც დავალებული ექნება ფინანსური მხარის უზრუნველყოფა.

მოსწავლეების ასაკი: რეკომენდირებულია 15-16 წ.

ვადები /ხანგრძლივობა: 2010წლის მაისიდან ნებისმიერი 5 კვირა.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ანიმაციის შესახებ შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება. მოსწავლეები გამოიყენებენ სხვადასხვა ინფორმაციულ-კომუნიკაციურ ტექნოლოგიებს. პროექტი ხელს შეუწყობს ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა ერთობლივი საქმიანობა, თვითრეგულირება.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რა შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ თემებს როგორიცაა: ა)ფუნქციათა დანაწილება, ბ)კონსრტრუირება, გ)ტექნოლოგიების გამოყენება.

მოსწავლეები შექმნიან პლასტელინით ანიმაციას, „კომბლე’’ ამავე დროს კომპიუტერული გრაფიკით კერძოდ Movie Maker-ით შექმნიან ანიმაციას „ქართველი ნიუტონი’’. გამართავენ დისკუსიას მოძიებული ინფორმაციის მიხედვით და შეაფასებენ ინდივიდუალურ და ჯგუფურ თანამშრომლობას, მათ მიერ შექმნილ ნამუშევარს.

სარგებელი სხვებისათის: პროექტის შედეგების (ფოტოების, ანიმაციების) გაცნობა იმ ადამიანებისათვის ვინც არ არის ჩართული პროექტში. რაც ხელს შეუწყობს, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ კვლევა, გაუძლიერდეთ ინტერესი და გახდნენ შემოქმედებითნი.

სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური (ნებისმიერი სხვ.)

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ხელოვნება, ლიტერატურასთან. პროექტი საშუალებას აძლევს პედაგოგს დააკავშიროს არჩეული ღონისძიებები კონკრეტულ საგანთან ეროვნულ-სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად.

კავშირი ეროვნულ გეგმასთან.

ს.გ.X.3 მოსწავლე მონაწილეობს პროექტში:

თანაგუნდელებთან ერთად განსზღვრავს პროექტის იდეას.

მონაწილეობას იღებს პროექტის დაგეგმვასა და ფუნქციების განაწილებაში.

გეგმავს და ახორციელებს იმ სამუშაოს, რომელიც თვითონ უნდა შეასრულოს.

მონაწილეობას იღებს პროექტის წარდგენასა და შეფასებაში.

ს.გ.X.9 მოსწავლე ეცნობა თეატრალურ და კინოხელოვნების ელემეტებს.

პროექტის ფასილიტატორი: ირმა კელაპტრიშვილი, 178-ე საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი.

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: I.Kelaptrishvili178@gmail.com

Password: Kelaptrishvili178

როგორ შეიძლება შეიქმნას ანიმაციური ფილმი. კლიპი